დღეს, მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტების დროს დაღუპულებს ნიკოლო-არხანგელსკის, ხოვანსკის, ტროეკუროვცკოსა და დოლგოპუდნენცკოს სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლება ყველა დაღუპულის ოჯახს დაკრძალვისთვის 38 400 რუბლი გამოუყო.
ტერაქტის დროს დაღუპულების ნაწილი გუშინ პოდმოსკოვიეს და ბრიანსკის სასაფლაობზე დაკრძლეს.
დღესვე უზბეკეთში მოსკოვიოს აეროპორტში ტერაქტის დროს დაღუპილი უზბეკის ცხედარი გადაასვენეს.
ამ დროისთვის მოსკოვის საავადმყოფოებში 125 დაშავებული კვლავ რჩება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.