გასულ წელს ჩვენ რაც ვნახეთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს, საქართველო ჯერ კიდევ არის თუ არა დემოკრატიული ქვეყანა და მართლა სურს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„როგორც ჩემმა ხელმძღვანელებმა არაერთხელ გაიმეორეს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ განვავითარეთ პრივილეგირებული ურთიერთობები საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსს. ყველაფერი ეს დაეფუძნა გაგებას, რომ საქართველო ჯერ არის დემოკრატიული ქვეყანა და მეორე, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს. რაც ჩვენ გასულ წელს ვნახეთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს, თუ საქართველო ჯერ კიდევ არის დემოკრატიული ქვეყანა და მართლა სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება, გადავიაზროთ ყველა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა არის თუ არა ჯერ კიდევ დამსახურებული. ეს განხილვა ბრიუსელში გრძელდება“, – განაცხადა ელჩმა. [პირველი არხი]