ვარშავის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ახმედ ზაკაევის რუსეთში ექსტრადაციის შეუძლებლობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ვარშავის სასამართლომ დღეს გამოიტანა და იგი უკვე გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ზაკაევის ადვოკატი რადოსლავ ბაშუკი ადრე აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის მნიშვნელოვანია მისი ექსტრადაციის შეუძლებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმისათვის რათა ამ რესპუბლიკაში ჩასვლის უფლება მას მომავალშიც ჰქონდეს.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პოლონეთმა უარი უთხრა ზაკაევს ვიზის მიცემაზე რომელიც ზაკაევს პოლონეთში ჩასასვლელად და სასამართლო პროცესზე დასასწრებად სჭირდებოდა.
ამჟამად, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული ზაკაევი დიდ ბრიტანეთში იმყოფება.