გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) ლიდერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) კონსერვატიულ ბლოკთან კოალიციური შეთანხმება გააფორმეს, რამაც გერმანიის ახალ მთავრობაში მინისტრების დანიშვნის გზა გახსნა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
„ჩვენ არჩევნების შედეგებს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველი განახლების მანდატად მივიჩნევთ... როგორც პოლიტიკური ცენტრის პარტიები, ჩვენ თავს ერთობლივად პასუხისმგებელად მივიჩნევთ [ამას მივღწიოთ]“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.
დოკუმენტის ხელმოწერით მთავრდება მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.
6 მაისს ბუნდესტაგი მერცს გერმანიის ახალ კანცლერად აირჩევს.