სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელშიც ის ამბობს, რომ უკრაინას არ შეუძლია უზრუნველყოს იმ მსფოლიო ლიდერების უსაფრთხოება, რომლებიც 9 მაისის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას მოსკოვში.
ფიკომ განაცხადა, რომ თავისი განცხადებით, პრეზიდენტი ზელენსკი იმ ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურებსა და პრემიერ-მინისტრებს ემუქრება, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. ფიცოს თქმით, და „ეს ასე არ კეთდება“.
„სრულად პატივს ვცემ იმ აზრს, რომ მონაწილეთა უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეა. მაგრამ თუ ბატონ ზელენსკის მიაჩნია, რომ მისი შეძახილები უცხოელ დელეგაციებს აიძულებს, [მოსკოვში] არ ჩავიდნენ, ძალიან ცდება“, - განაცხადა ფიცომ.
ფიცომ აღნიშნა, რომ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ „ზელენსკი და სხვები წარსულს აწმყოსთან ურევენ“.
„ღვთის გულისათვის, 1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომში უკრაინელი ჯარისკაცებიც მასობრივად დაიღუპნენ. პირიქით, 80 წლის იუბილეს აღნიშვნისას ზავის შეთავაზების მიღება აუცილებელი იყო. და თუ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მილოცვა არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ეს დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ეუბნები ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში და გაიღო უდიდესი მსხვერპლი, „კარგი, იზეიმეთ, შეიძლება დრონი ან მსგავსი რამ მიიღოთ“. ჩემთვის ეს მიუღებელია“, - დასძინა ფიცომ.