სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი მზადყოფნას აცხადებს კოსოვოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის დასაწყებად. კოსოვო სერბეთის მხარეა, რომელმაც 2008 წლის თებერვალში ცალმხრივად ბელგრადისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ტადიჩმა ასევე განაცხადა, რომ სერბეთის დელეგაციის მზადყოფნის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს კეტრინ ეშტონს უკვე ეცნობა.
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება კონფლიქტის გადაჭრა.
"სერბეთის დელეგაცია მოთბინებით აღიჭურვა და ახლა ელის როდის იქნება მზად კოსოვო მოლაპარაკებებისათვის", _ განაცადა ბორის ტადიჩმა.