ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობა იქმნება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსმა იური ლუშნიკოვმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული წარმომადგენლობა რუსეთის საბაჟოსა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საბაჟო სამსახურების უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის შეიქმნა.
იური ლუშნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთიდან სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საბაჟო სამსახურის მრჩევლების ჯგუფი ჩავა. კერძოდ, ეს იქნებიან ადამიანები ჩრდილოკავკასიის საბაჟო სამმართველოდან.
"ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული საბაჟო ორგანო", _ აცხადებს ლუჟნიკოვი.