დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ზაფხულამდე იქნება მიღწეული. ამის შესახებ სტარმერმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.
საბოლოო ჯამში, ყოველთვის მახსოვს, რომ ეს საკითხები უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს და არა სხვა ადამიანებმა უკრაინის სახელით.
ეს უკრაინის გადასაწყვეტია. და რუსეთი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს“, - განაცხადა სტარმერმა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კირ სტარმერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლოა, ზაფხულამდე გამოცხადდეს.
მან კვალვ მოუწოდა აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ძალებისთვის, რომლებიც უკრაინაში მშვიდობის მონიტორინგის მიზნით განლაგდებიან.