მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის. პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ბოკუჩავას თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობის, კონსოლიდაციის და, ამავდროულად, საქმის კეთების და განახლების დროა.
„სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – წერს ბოკუჩავა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება. მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.