უვიზო მიმოსვლა თუ თავისუფლება, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"ესე იგი, უვიზო მიმოსვლა თუ თავისუფლება, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას. იმედია, ეს საკითხი ასე არასოდეს დადგება. ჩვენ, საქართველო, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპულ ღირებულებებს მხარი ავუბათ, გვერდში დავუდგეთ და მაქსიმალურად დავიცვათ [...] საქართველოსთან მუქარასა და შანტაჟს როგორც აქამდე არ გაუჭრია, არც მომავალში გაჭრის", - განაცხადა ზარქუამ.