22 აპრილს, შუადღისით რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 23, მათ შორის 4 ბავშვი, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ცეცხლი გაუიჩნდა მანქანებს.
ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს 2 მართვადი ავიაბომბით შეუტიეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა 9-სართულიანი შენობა და სასწავლო დაწესებულება. დაიწვა მანქანები.
დაზიანებული სახლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.