კულტურის სამინისტროს შენობასთან შეკრებილ ხელოვანებსა და მსახიობებს სამართალდამცავები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
სამართალდამცავებს შენობაში შესვლა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძემ დედამ, ლიკა გუნცაძემ სთხოვა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
რეჟისორ დათა თავაძის განცახდებით, ახალი თეატრი არის მაგალითი და სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო თეატრი.
ან ჩამობრძანდნენ აქ და პასუხი გასცენ ამ რეალობას, რომელსაც ხელი მოაწერეს და ნამდვილი, გაუყალბებელი არგუმენტები მოისმინონ და არა ის, მათი შუამავლები რომ ჰყავთ ჩვენსა და მათ შორის, ეს გაყიდული ხალხი, ეს გაყიდული ხელოვანები, რომლებიც უყვებიან ტყუილებს და თავს იტყუებენ, თითქოს პროცესი შეჩერებული იყო. თუ სადმე პროცესი შეჩერებულია, ეს ამ შენობაშია. ამ შენობაშია შეჩერებული პროცესი და იმ შენობებში, რომლებიც ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ არალეგიტრიმურ ხელისუფლებას და რეჟიმს. ახალი თეატრი არის მაგალითი და სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს სახელწმიფო თეატრი. დოი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო, რა ემუქრება თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანში, რომელიც ამათი დაწერილი სახელძღვანელოთი არ ხელმძღვანელობს", - თქვა დათა თავაძე.
მოქალაქეები სკანდირებენ: „არა რეპრესიას“, „სოლიდარობა დათო დოიაშვილს“.
ფოტი: პუბლიკა