მისი პარტია პარლამენტში უკვე არის. თუ ვინმე თავს იკატუნებს, რომ პარლამენტში არ არის, პარლამენტშია, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ და ჩვეულებრივად პარლამენტის წევრები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნულით უპასუხა კითხვას, „იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მიდის, არის თუ არა შესაძლებლობა, გახარიას პარტიამ პარლამენტში საქმიანობა დაიწყოს?“
„თავის ამომრჩეველს ატყუებენ, რომ თან არიან და თან – არა. ასეთი რამ არ ხდება – ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.