ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ კიდევ ერთხელ ილაპარაკა რუსეთთან და ბელარუსთან საქართველოს დაახლოების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ კიევი თბილისის მაგალითს მიჰყვება.
„საქართველო - ნახეთ რა მოხდა, როგორც დღეს წავიკითხე, ისინი უკვე, არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა. დღეს ისინი ყიდიან არა მარტო ღვინოს ჩვენს ბაზარზე, არამედ სხვა პროდუქტებსაც, რომელიც ვერსად წაიღეს. არც ევროკავშირმა და არც ამერიკამ არ მიიღეს. იქ საკმარისად აქვთ. სად მივიდნენ? ისინი ჩვენთან მოვიდნენ (და) რუსეთში.
ჩვენ ადრეც ვთანამშრომლობდით საქართველოსთან. ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის. მაგრამ გვჭირდება ეს რთული გზა? ”არა”, - თქვა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „მირთან“ ინტერვიუში.
„უკრაინელები ცდილობდნენ ნატო-ში, ევროკავშირში შესვლას. მოვა გონიერი ხალხი, ისინი არ დაშორდებიან ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ უკრაინა ჩვენთან იქნება“, - აღნიშნა მან.