დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, ვიდრე საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა.
ბრიტანელმა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ კიდევ ოთხი ქართველი ოფიციალურ პირის მიმართ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
“სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უხეში მეთოდები მიუღებელია“,- აღნიშნა მან.
მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა,- განაცხადა ლამმიმ.