დიდმა ბრიტანეთმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდათ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ბედოიძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს და გენერალური პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს.
ხსენებულ სანქცირებულ პირებს გაეყინება აქტივები, ასევე სავიზო შეზღუდვა დაუწესდება.
"დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა. ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების (2020 წლის რეგულაციის თანახმად) ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.