რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიკოლაევის 10 მცხოვრები დაშავდა, ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობა, ათობით ავტოფარეხი და მანქანა.ამის შესახებ ინფორმაციას მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
„10 აპრილს, დაახლოებით 02:45 საათზე, მტერმა რეგიონულ ცენტრს „შაჰედი 131/136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
ნამსხვრევების ჩამოვარდნისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, სამი მანქანა, 30 ავტოფარეხი და ადმინისტრაციული შენობა. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა ბინაში და ავტოფარეხის ტერიტორიაზე“, - წერს კიმი.
მისივე თქმით, ხანძარი მალევე ჩააქრეს.
თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.