"დიფ სთეითს" მიზანდასახული აქვს უკრაინაში ომის გაგრძელება, პრემიერმა კობახიძემ ყველაფერი სწორად თქვა, - ამის შესახებ რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი ტელეგრამ-არხზე წერს.
"სიღრმისეული სახელმწიფო ["დიფ სთეითი"] - ეს უკვე არა მხოლოდ ამერიკული, არამედ გლობალური ფენომენია. ის საერთაშორისო დონეზე არსებობს. ის თავის ხელდასმულ ადამიანებს ნიშნავს პრემიერებისა და პრეზიდენტების პოსტებზე, მაგალითად, როგორც როტშილდებმა და მათმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მაკრონი "იმისგან, რაც ჰქონდათ" და საფრანგეთის მეთაურად დანიშნეს. და ევროპაში ასეთი მაგალითები ბევრია. ის აუქმებს იმ არჩევნების შედეგებს, რომლებიც არ აწყობს და არასასურველ კანდიდატებს კენჭისყრიდან ხსნის. ის ლიბერალურ მედიას მითითებებს აძლევს და მანიპულირებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია - მისი ფილიალებია. ამ გლობალურ სიღრმისეულ სახელმწიფოს მიზანდასახული აქვს უკრაინაში ომის გაგრძელება - პრემიერმა კობახიძემ ყველაფერი სწორად თქვა. ის ["დიფ სთეითი"] ვერ იტანს ტრამპს და მისი მონელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი." - წერს პუშკოვი.