გლდანის რაიონის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე რუსთაველზე მივიდა. მის იქ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატს ადგილზე მყოფი მოქალაქეები "მონას" შეძახილებით შეხვდნენ.
ზარნაძესთან ერთად იყვნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები. ზარნაძემ მემორიალამდე მისვლა ვერ შეძლო.
ზარნაძემ იქ შეკრებილებს თავხედები და უზრდელები უწოდა .
"რეჟიმის პატიმრების მშობლები კი არა, თავხედებით და უზრდელებით არის აქაურობა სავსე, იფურთხებიან...ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი უღმერთო ადამიანები დამხვდებოდნენ აქ. ამათ თუ ჰგონიათ, რომ ამათი ვინმეს ეშინიათ... მე აქ მოვედი არა როგორც პარტიული მუშაკი, არამედ როგორც ადამიანი" - თქვა "ოცნების" მაჟორიტარმა
ზარნაძემ ტერიტორია დატოვა.
ფოტო: პუბლიკა