ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა. მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ისრაელის ომს ღაზაში და ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს.
ეკონომიკის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა ორ ლიდერს შორის იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან, რომელიც ახალ სატარიფო პოლიტიკას შეეხება.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის
სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფს.
ისრაელი ცდილობდა თავიდან აეცილებინა ტარიფები, რომლებიც ტრამპმა დააწესა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაზე. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ისრაელს მაინც დაუწესა 17%-იანი ტარიფები