აშშ-ის რამდენიმე შტატში - არკანზასში, კენტუკიში, ჯორჯიაში, ინდიანა,ში მისურიში, ტენესსა და მისისიპიში უხვი ნალექის შედეგად მომხდარ ქარიშხალსა და წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყველაზე მეტი, ათი ადამიანი წყალდიდობასა და ქარიშხალს ტენესის შტატში ემსხვერპლა, ხოლო ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დაზარალდა. ამ შტატში მაშველებმა, შაბათ-კვირას 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
ამ დროისთვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მოსალოდნელია მსხვერპლის ზრდაც.
მიაღწია წყლის დონემ ელექტროსადგურს, რის გამოც ხელისუფლებამ ელექტროენერგია გათიშა. ელექტროენერგიაზე წვდომა სრულად შეუწყდა კენტუკის შტატს.