რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვებ-გვერდზე მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა სიაა გამოქვეყნებული. აღნიშნულ ნუსხაში მე-19 ნომრად ქართული გვარი ფიქსირდება.
"ლომჟარიძე ვახტანგ ელდარის ძე, დაბადებული 1972 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე", _ იუწყება სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება "იურიდიულად ამოცნობილია" ანუ გარდაცვლილთა ვინაობა იმ დოკუმენტების მეშვეობით მოხდა, რომლებიც მათ თან ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მოსკოვში "დომოდედოვოს" აეროპორტში ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 35 ადამიანი გარდაიცვალა და 180 დაიჭრა.