უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმებს აშშ-ს სამშვიდობო ინიციატივებზე კრემლის პასუხს უწოდებს.
სიბიჰამ აღნიშნავს, რომ გასულ ღამეს უკრაინის რამდენიმე ქალაქს თავს დაესხნენ რუსული ბალისტიკური რაკეტები, დრონები და საჰაერო ბომბები.
”რუსეთის ერთადერთი პასუხი აშშ-ის წინადადებებზე ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ ჯერჯერობით იყო ახალი რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბომბების გაშვება უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის დრო მოვიდა“, - დაწერა მან Х-ზე.
როგორც ცნობილია, 6 აპრილს, დილით რუსეთმა ბალისტიკური დარტყმა განახორციელა კიევზე, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაშავდა სამი ადამიანი, ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ქალაქის დარნიცის რაიონში, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, კაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულია, რომ მსხვერპლი ქუჩაში, აფეთქების ეპიცენტრთან იმყოფებოდა.
4 აპრილს კრივი რიჰზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი. ამის შემდეგ რუსეთის ძალებმა ქალაქზე იერიში დრონებით მიიტანეს, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ან დროისათვის დაშავებულთა რაოდენობა 75-მდეა გაზრდილი.
უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.