ხალხს „დიფ სთეითით“ აშინებენ, რეალური მტერი კი 35 კილომეტრში ზის და საქართველოს მარტოდ დარჩენას ელოდება! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ხალხს „დიფ სთეითით“ აშინებენ, რეალური მტერი კი 35 კილომეტრში ზის და საქართველოს მარტოდ დარჩენას ელოდება! ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტები საუბრობენ ამერიკულ „დიფ სთეითზე“, თითქოს საფრთხე ვაშინგტონიდან მოდის, მაშინ, როცა რეალური ოკუპანტი თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია! ვინც წარმოსახვით მტრებს გვაჩვენებს და რეალურ საფრთხეზე თვალს ხუჭავს – ან მტერთან თანამშრომლობს, ან უკვე მტრად თავად გადაიქცა! საქართველო ნამდვილად საჭიროებს დაცულობას, მაგრამ ეს არ მოდის მოკავშირეებისგან ქვეყნის მკვეთრად იზოლირებით, მარტოდ დარჩენით, ღალატით და მიტაცებული ძალაუფლებით! დაცულობა მოდის მხოლოდ: ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის მსახური ხელისუფლებით. არ ავყვეთ პროპაგანდას, საქართველოს რეალური მტერი და საფრთხე ივანიშვილი და მისი რეჟიმი არის!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.