ირაკლი კობახიძის განცხადებით, სანქციების დაწესება არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ეს განცხადება მან უზენაეს სასამართლოში გააკეთა, სადაც მოსამართლეებს შეხვდა და დაადასტურა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა, სწორედ მოსამართლეების დასანქცირება იყო:
".შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომლებიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ. კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს... ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე სანქციების დაწესება, რომელიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ სანქციებს. უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი რამ 20 წლის წინ... რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა მან.