აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მილიარდერი ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოსტს რამდენიმე თვეში დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა. იუწყება NBC News.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მასკი "რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს", თუმცა, აღნიშნა, რომ „დადგება დრო, როცა მას მოუწევს წასვლა“, ნაწილობრივ იმ კომპანიების გამო, რომლებსაც ის მართავს.
კითხვაზე, რამდენ ხანს იმუშავებს მასკი მის ადმინისტრაციაში, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა: ”ვგულისხმობ, მანამდე, ვიდრე სურვილი ექნება.”
"ვფიქრობ, რამდენიმე თვეში", - დასძინა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს მილიარდერის წასვლის კონკრეტულ თარიღის შესახებ.
ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მდივნები მიიღებენ გადაიბარებენ მასკის სამუშაოს მისი წასვლის შემდეგ და DOGE „აქტიური დარჩება“.