გამოცემა SOVA-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვერც დაადასტურა და ვერც უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე მიიწვიეს.
SOVA-ს კითხვის საპასუხოდ, ზახაროვამ მოუწოდა დაუკავშირდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუმცა მან აღნიშნა, რომ ისინი „ჯერ კომენტარს არ აკეთებენ“. მედია აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად, მან ჟყრნალისტს მოუწოდა, რომ ყაველაშვილის კომენტარის დალოდებოდნენ.„თავდაპირველად მიიღება გადაწყვეტილება, შემდეგ აგზავნიან და მიმღებები აქვეყნებენ ინფორმაციას“, - თქვა ზახაროვამ.
ტრადიციულად, მოსკოვში გამარჯვების აღლუმს პუტინის უახლოესი მოკავშირეები ან სხვა ავტორიტარული ლიდერები ესწრებიან.
ცნობილია, რომ წელს ღონისძიებას დაესწრებიან ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, ასევე ბრაზილიის, ინდონეზიისა და პალესტინის ლიდერები.
როგორც მედია აღნიშნავს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ლიდერების მიწვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებილა.