პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე 2 მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა, მაშინ როცა აქციის მონაწილეები ტროტუარზე იდგნენ.
არსებული ინფორმაციით, მომიტინგეებმა საპროტესტო ბანერების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, აქტივისტი თაკო კურატიშვილია - მას ხელში ბანერი ჰქონდა, წარწერით "ანწუხელიძე უკვდავია".
"აგვისტოს ომის გენერლებს რუსეთთან ომის გამო ასამართლებენ" - ამ მოწოდებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
ფოტო: მოსე