კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ორმხრივი სავაჭრო ომის ფონზე, ოტავამ „მკვეთრად უნდა შეამციროს აშშ-ზე დამოკიდებულება“. იუწყება CNN
ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას კარნიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის უახლეს განცხადებებზე ტარიფების შესახებ და თქვა, რომ თუ ეს მუდმივი გახდება, კანადამ უნდა გადახედოს თავის უსაფრთხოებასა და სავაჭრო ურთიერთობებს აშშ-სთან.
”აშკარაა, რომ აშშ აღარ არის სანდო პარტნიორი. შესაძლოა, ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გზით ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ნდობის ელემენტი, მაგრამ უკან დახევა არ იქნება”, - თქვა მან.
ამასთან დაკავშირებით, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა შეერთებულ შტატებზე კანადის დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირდეს.
”დაგვჭირდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობებისთვის სხვა ქვეყნებზე ორიენტირება და დაგვჭირდება ისეთი სისწრაფით, რაც ადრე შეუძლებლად მიგვაჩნდა, რაც თაობებს არ უნახავს”, - დასძინა კარნიმ.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ იმპორტირებულ ავტომობილებსა და მსუბუქ სატვირთო მანქანებზე, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება.
კანადამ უკვე განაცხადა, რომ მალე უპასუხებს ახალ ტარიფებს და შესაძლოა საპასუხო ზომები შემოიღოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ.