ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეს ადასტურებს, რომ ლიეტუვაში ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ლიეტუვაში მომხდარი ინციდენტის დროს. ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია და დეტალები არ ვიცით, თუმცა ეს საშინელი ამბავია“,- განაცხადა რუტემ.
დღეს, ლიეტუვურმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ოთხი ამერიკელი სამხედროს გაუჩინარების შესახებ. წყაროების ცნობით, ჯარისკაცები სავარაუდოდ წყალში შესვლის შემდეგ დაიღუპნენ.
თუმცა ლიეტუვაში ოფიციალურად არ ადასტურებენ სამხედროების გარდაცვალებას. მათი განცხადებით, ინტენსიური სამაშველო სამუშაოები გრძელდება და არ გააჩნიათ ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კომენტარს არ გააკეთებს.
„ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ გავაკეთებ, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ეს ინფორმაცია შეჯამდება და საზოგადოებას ეცნობება, როცა დაზუსტდება“, - განუცხადა პრემიერმა ვილნიუსში ჟურნალისტებს.
სამხედროები ლიეტუვაში წვრთნებს გადიოდნენ.