ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან საწვრთნელ ბაზაზე ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ლიეტუვური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე 25 მარტს ლიეტუვაში ბელარუსის საზღვართან, პაბრადის საწვრთნელ პოლიგონზე სამხედრო წვრთნებისას გაუჩინარდა,
ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ. თუმცა ლიეტუვაში ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ ცნობები სამხედროების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, ერთდღიანი მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შემდეგ, ორმა წყარომ დაადასტურა, რომ ჯარისკაცები დაიღუპნენ.
წყაროების ცნობით, ჯარისკაცები სავარაუდოდ წყალში შესვლის შემდეგ დაიღუპნენ.
ვარაუდობენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ M88-ის ტიპის ჯავშანმანქანაში.
ამერიკელმა სამხედროებმა განმარტეს, რომ დაკარგული პირები მე-3 ქვეითი დივიზიის, 1-ლი ბრიგადის ჯარისკაცები იყვნენ.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კომენტარს არ გააკეთებს.
„ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ გავაკეთებ, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ეს ინფორმაცია შეჯამდება და საზოგადოებას ეცნობება, როცა დაზუსტდება“, - განუცხადა პრემიერმა ვილნიუსში ჟურნალისტებს.