საკურორტო ადგილებში მიწის საკუთრების საკითხი უახლოეს პერიოიდში გადაწყდება. ამის შესახებ განცხადება დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის გია თოირთლაძის მიერ დაყენებული საკითხის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც თორთლაძემ აღნიშნა, იგი ორი დღის წინ ჩამოვიდა ბაკურიანიდან და აქ მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ის პრობლემა, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწების რეალური განკარგვა ან მიწაზე რაიმეს აშენება არ შეუძლიათ.
თორთლაძის, თქმით ასეთი პრობლემებია ყველა საკურორტო ზონაში და ეკონომიკის სამინისტროსგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გობეჯიშვილის განმარტებით კი ეკონომიკის სამინისტროს ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გააჩნია თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე მუDშაობა, რათა საკურორტო ზონებში მოხდეს მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია და საკადასტრო რუკებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი მიწის მფლობელებს მიწის განკარგვის შესაძლებლობა თავისუფლად ექნებათ. გობეჯიშვილი ვერ აკონკრეტებს ვადას თუ ეს რა ხნის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.