საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ხელმოწერით, ევროპელ ლიდერებთან ერთობლივი წერილი გაიგზავნა.
"კოორდინაციის ფარგლებში დღეს დაიგზავნა და იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპელ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ამ მომენტისთვის ძირითადად უკრაინას - თავდაცვის ახალ პროექტებსა და დაფინანსებას, სადაც არ წერია ერთ-ერთ თემად საქართველო და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ არ შეიძლება, რაც არ უნდა იყოს სხვა პრიორიტეტები და გასაგებია ჩვენთვისაც, რომ ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს და უნდა იყოს პრიორიტეტად აღქმული, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება არ იყოს გარკვეული ყურადღება იმაზე, რაც ხდება საქართველოში - ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესია საქართველოს მიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა.
ასევე წერილში მოთხოვნა არის, რომ მომავალ ევროპულ საბჭოზე ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი დღის წესრიგში და მანამდე, მზადყოფნა იმისი, რომ მეც და კოორდინირებული პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომლებიც დღეს ისმება საქართველოში და რომელიც უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.