რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ფედერალური სააგენტო (როსგრანიცა) მდ. ფსოუზე არსებულ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სამ გამშვებ პუნქტს აშენებს. განცხადება ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში "როსგრანიცის" ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმერ გონჩაროვმა გააკეთა.
"რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალური სააგენტო (როსგრანიცა) რუსეთის საზღვარზე აფხაზეთთან სამ გამშვებ პუნქტს აშენებს", _ განაცხადა გონჩაროვმა. მისივე თქმით, "როსგრანიცა" სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისათვის ობიექტების მომზადების ფარგლებში აწარმოებს გამშვები პუნქტების მშენებლობას საავიაციო გამშვებ პუნქტში, საზღვაო და სახმელეთო პუნქტში მდინარე ფსოუზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის".
ამასთან ერთად გონჩაროვმა არ დაასახელა თანხა, რომელიც მშენებლობისთვისაა განკუთვნილი და განმარტა, რომ ეს დახურული ინფორმაციაა.
მასალის გამოყენების პირობები