უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯედაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთს ან დრომდე არ გაუცია მნიშვნელოვანი პასუხი ცეცხლის დროებითი 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ წარმოდგენილ წინადადებაზე.
„სამწუხაროდ, უკვე ერთ დღეზე მეტია, რაც მსოფლიოს არ ესმის მნიშვნელოვანი პასუხი რუსეთისგან იმ წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც გაკეთდა.
და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი აიძულოს დაასრულოს ომი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვდა და მოისმინა უკრაინის დელეგაციის ანგარიში აშშ-ს წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში შეხვედრის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინას გადაწყვეტილი აქვს სწრაფად წაიწიოს მშვიდობისაკენ და მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საიმედო, ხანგრძლივი და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა შესაძლებლობის შესაქმნელად.