2011 წლის 23 იანვარს რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიიდან, კონკრეტულად სოფელ ოტობაიადან სოფელ ორსანტიაში გადმოვიდნენ, წარსულში ნასამართლევი 1982 წ.დ. დავით რურუა, 1988 წ.დ. ჯონი ქარდავა და 1984 წ.დ. თეიმურაზ კვარაცხელია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაიქირავეს ტაქსი და გზა განაგრძეს ზუგდიდის მიმართულებით. სოფელ კოკთან არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების მოთხოვნას ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით, მოახდინეს შეჯახება პოლიციის კუთვნილი პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე, გახსნეს ცეცხლი პოლიციის მიმარულებით და შეეცადნენ მიმალვას. საპასუხო სროლის შედეგად გარდაიცვალა თეიმურაზ კვარაცხელია.
ადგილზე დაკავებულ იქნა დავით რურუა და ჯონი ქარდავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა, ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ,,კალაშნიკოვი" ოთხი მჭიდით, ერთი „ვინჩესტერის" ტიპის სანადირო იარაღი . ბრალდებულებს ასევე აღმოაჩნდათ ე/წ ,,სკოჩი", დანები, ხელთათმანები და სახეზე გასაკეთებელი ნიღბები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე , 231-ეს პირველი და მეორე ნაწილებით.
მასალის გამოყენების პირობები