აფხაზი სეპარატისტები სოხუმის დამწვარი ბაზრის აღდგენაზე ზრუნვას იწყებენ. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა შპს. "ტრანსსტროისერვის-იუგ"-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელზეც სოხუმის რამდენიმე დღის წინ დამწვარი ბაზრის მდგომარეობა განიხილებოდა, რუსული კომპანიის წარმომადგენლებმა სერგეი შამბას ბაზრის შენობის სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკური შემოწმება და მისი აღდგენისათვის პროექტის მომზადება შესთავაზეს.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სეპარატისტები დაინტერესებულნი არიან ცენტრალური ბაზრის შენობის აღდგენაში, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ექსპლუატაციის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის ბაზრის პირველ სართულზე ხანძარი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ხანძარი პირველ სართულზე მდებარე შემნახველი საკნების სიღრმეში გაჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები