სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია სამხრეთ კავკასიაში დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის ახალ რეგიონალურ წარმომადგენელს სიმონა ვოლკენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"მაქსიმ ღვინჯიამ გაეროს უმაღლესი კომისარიატის ახალ რეგიონალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები