რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სამსახური, რომლის დელეგაციაც სეპარატისტულ აფხაზეთში იმყოფება, თებერვალში აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის საკითხთან მიმართებაში სეპარატისტთა მზადყოფნას შეამოწმებს.
რუსეთის ამ სამსახურს შემოწმების ჩატარებისათვის Yთავად სეპარატისტებმა მიმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
დღეს რუსეთიდან სოხუმში ჩასული დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრას გეგმავს. ისინი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბასაც შეხვდებიან.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ აღწერის ჩასატარებლად აფხაზეთში უკვე შექმნილია 680 საანგარიშო და 152 საინსტრუქციო უბანი, ასევე 35 სააღწერო განყოფილება.
მოსახლეობის აღწერა სეპარატისტულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის 21 - 28 თებერვალს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები