შესაბამისი ცვლილებები თუ არ შედგა, თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები, ამიტომ არჩევანზე კი არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ჩამოვიდა ევროსაბჭოს შესაბამისი დელეგაცია, შეისწავლა ვითარება და თქვა, უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნებიო, იმიტომ, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. აქ საკითხი არ არის, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობს არჩევნები თუ გააუქმეს ოფიციალურად. დასავლეთი გვეუბნება, რომ გაუქმებულია არჩევნები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.