რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის რაიონის წინაგარას დასახლებულ პუნქტთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ გორის მაცხოვრებლები არიან.
"საქართველოს მოქალაქეები დაკავებისას გაირკვა, რომ მათ სამხრეთ ოსეთის საზღვარი დასახლებულ პუნქტ გუდლეთში ნათესავების მოსანახულებლად გადაკვეთეს. ყოველივე ეს დაკავებულებმა თავად განაცხადეს", _ იუწყება ოსური მხარე და აღნიშნავს, რომ "შემდგომი გარკვევის მიზნით საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები