5 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7858 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 4.33 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9783 ლარი გახდა.
2.16 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5725 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 7.64 თეთრი შეადგინა.