ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.
კოკოითმა მედვედევს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
"სამხრეთ ოსეთის ხალხის სახელით "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გიცხადებთ. შეუძლებელია რაიმეთი გაამართლო მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა გამოვლინებით და ვადანაშაულებთ ყველა მათგანს ვინც ამ საზარელი დანაშაულის უკან დგას. სამხრეთ ოსეთს არასოდეს დაავიწყდება, რომ რუსი ხალხი მის დასახმარებლად მისი ძნელბედობის ჟამს მოვიდა. ოსეთი ყოველთვის იქნება რუს ხალხთან ერთად", _ წერს კოკოითი.
მასალის გამოყენების პირობები