საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გმობს ტერორიზმის.
"სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 2011 წლის 24 იანვარს, ქ. მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და ასზე მეტი მოქალაქის დაშავების გამო. საქართველო ყოველთვის მტკიცედ გმობდა და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს",- აღნიშნულია განცხადებაში", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცეოლებულ განცხადებაში.