იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ უფრო ხშირად მიმართავს პროვოკაციებს უკრაინის ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ, რათა ყურადღება ბრძოლის ველზე შექმნილი არასახარბიელო ვითარებიდან გადაიტანოს.
„ვფიქრობ, ყველა შეამჩნევდა რუსეთის პროვოკაციების გახშირებას - ბოლო კვირებში რამდენიმე ასეთი შემთხვევა ვიხილეთ“, - განაცხადა მელონიმ ოსლოში, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„უნდა ვიკითხოთ, რატომ ხდება ეს. მოსკოვის მხრიდან პროვოკაციები ხშირდება, რადგან პუტინს ყურადღების გადატანა სჭირდება - ის ევროპასთან ესკალაციას ცდილობს, რათა ყურადღება გადაიტანოს ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარებიდან,და ამ გზით ყურადღება გადაიტანოს ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობიდან, რომელიც მისი დაპირებების საწინააღმდეგოდ ვითარდება. უნდა ვიკითხოთ, ვის აძლევს ხელს ესკალაცია და შესაბამისად ვიმოქმედოთ. პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, რადგან ეს რუსეთს უფრო მეტად წაადგება, ვიდრე ევროპას“, - აღნიშნა მელონიმ.