ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უარყო მოწოდებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის გაუქმების შესახებ თეთრ სახლში დაპირისპირების შემდეგ. იუწყება Reuters.
გასულ კვირას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე სტარმერმა ტრამპს სამეფო ოჯახის მიწვევა გადასცა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შეთავაზება უპრეცედენტო მეორე სახელმწიფო ვიზიტისთვის გამოიყენა, რათა ტრამპისგან მიეღო ვალდებულებები აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინის დასაცავად.
ზოგიერთი ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის შოტლანდიის ეროვნული პარტიის (SNP) ლიდერმა, შოტლანდიის პირველ მინისტრმა ჯონ სუინმა მოითხოვა შეთავაზების გაუქმება მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის დაპირისპირება მოხდა.
კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა სახელმწიფო ვიზიტი, სტარმერმა გააკრიტიკა პოლიტიკოსები, რომლებსაც მისი თქმით, სურდათ გაღრმავებულიყო განხეთქილება ვაშინგტონთან იმ დროს, როდესაც ევროპა "ნამდვილი მყიფე მომენტის" წინაშე დგას.
”მე არ მივცემ უფლებას SNP-ს ან სხვა პოლიტიკოსებს, გადამატანინონ ყურადღება, რიტორიკის გაძლიერების მცდელობით, იმის გაცნობიერების გარეშე, თუ რა არის სასწორზე ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაში მშვიდობაზე”, - თქვა სტარმერმა.
სტარმერი, ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, ცდილობს თავი აარიდოს ტრამპის კრიტიკას.
ტრამპი ხდება თანამედროვეობის პირველი არჩეული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ორჯერ ეწვევა ბრიტანეთის მონარქს.
სახელმწიფო ვიზიტი არის გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება, პომპეზურობითა და ბრწყინვალებით, რომელიც ჩვეულებრივ მოიცავს ეტლით მგზავრობას და მდიდრულ სახელმწიფო ბანკეტს.
გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედის მონარქობის დროს ბრიტანეთს აშშ-ის მხოლოდ სამ პრეზიდენტი ეწვია სრული სახელმწიფო ვიზიტით: ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და დინალდ ტრამპი.
ტრამპი, რომლის დედაც შოტლანდიიდან იყო, რეგულარულად საუბრობს, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახით აღტაცებულია.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის წევრები სავარაუდოდ აპოლიტიკურები უნდა იყვნენ, ისინი ხშირად ცდილობენ დაამყარონ კეთილგანწყობილი ურთიერთობა მსოფლიო ლიდერებთან.
ტრამპის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 2019 წლის ივნისში სამ დღეს გაგრძელდა, რომლის დროსაც ის დაესწრო სახელმწიფო ბანკეტს და ჩაი მიირთვა ჩარლზთან ერთად, რომელიც მაშინ ტახტის მემკვიდრე იყო.