შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ჯონ სუინიმ BBC-ს განუცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით უნდა ჩამოვიდეს, ისე რომ არ დააკონკრეტოს, დაიცავს უკრაინას და უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას თუ არა.
სუინიმ კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში ზელენსკის და ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირებაზე.
მისი თქმით, შეერთებული შტატები ამჟამად არ გამოიყურება "სანდო პარტნიორად მშვიდობისთვის ბრძოლაში".
სუინიმ დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვოლოდიმირ ზელენსკის უღალატა და რომ ამან რუსეთს მწვანე შუქი აუნთო საერთაშორისო დონეზე დესტრუქციული ქმედებებისთვის.