საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინია, რომელიც მესამე მსოფლიო ომს თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამის შესახებ მან ტელერახ RTP-თან ისაუბრა.
„თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, მისი სახელი ვლადიმირ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი სამი წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანაული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს კავშირები კიდევ უფრო გაზარდა და ჩართო ჩინეთიც, შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ, ორმაგი დანიშნულების მასალებით. ასე რომ, თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში“, – აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის კამათის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის უთხრა: "თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით და რასაც აკეთებთ, დიდი უპატივცემულობაა ჩემი ქვეყნის მიმართ.