დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III კვირას საღამოს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ სამეფო ოჯახი Х-ზე წერს.
„ამ საღამოს მისმა უდიდებულესობამ მეფემ მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სანდრინგემის სასახლეში“, - წერს სამეფეო კარი და ჩარლზ მეფისა და ზელენსკის ფოტოს ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
მანამდე კვირას, ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამიტში, რომელსაც უმასპინძლა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.