მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან შპს „საქართველოს მელიორაცია“ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადადის.
"აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, კომპანიის მიმართ არსებული სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადახდა ახალი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით უნდა განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ 2 ნოემბრიდან კომპანიის ძველ საბანკო რეკვიზიტებზე თანხის ჩარიცხვა აღარ იქნება შესაძლებელი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება და დავალიანების დაფარვისას ისარგებლოთ განახლებული რეკვიზიტებით.
ახალი საბანკო რეკვიზიტებია:
* ბანკის კოდი: TRESGE22
* მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 820717499" - აღნიშნულია ინფორმაციაში.